შერვუდი შეიქმნა 2015 წელს ბრიტანეთისა და ამერიკის საგანმანათლებლო საზაფხულო სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობით და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით. შერვუდი შექმნილია 9-18 წლის მოზარდებისთვის, რომლებსაც სურთ ისწავლონ/გაიუმჯობესონ ინგლისურის ცოდნის დონე, დაისვენონ, გაერთონ და გაატარონ დაუვიწყარი დრო.
იყო შერვუდელი, ნიშნავს: ჩაება განსხვავებულ აქტივობებში, ითამაშო საინტერესო თამაშები, გახდე ქველმოქმედი, იყო ბუნებისდამცველი, გქონდეს კრეატიული და ინტელექტუალური საღამოები, გამოავლინო შენი ნიჭი, შეიძინო ახალი მეგობრები, ისწავლო ან გაიუმჯობესო ინგლისური და მიიღო ამ ყველაფრის დამადასტურებელი სერტიფიკატები - ასეთია საგანამანათლებლო საზაფხულო სკოლა "შერვუდი".
#შერვუდი
#მწვანეთავგადასავალი