ჩვენი კომპანია ამ წლის ფარგლებში უკვე მეორედ არის მიწვეული ICEF-ის საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.

ICEF-ის საერთაშორისო პლატფორმას ამჯერად მაიამი მასპინძლობს.  ICEF MIAMI WORKSHOP 2016-ზე ჩვენი  ინგლისური ენის პედაგოგი ნანა მუქერია წარმოადგენს. იგი შეხვედრებს გამართავს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის წამყვან  სკოლებთან, უნივერსიტეტებთან და საგანამანათლებლო ცენტრების წარმომადგენლებთან.

ICEF პრესტიჟული საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ, გაეცნონ სასწავლო პროგრამებს, გაცვალონ ინფორმაცია და შექმნან ბაზისი სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის. ორგანიზაცია 1991 წლიდან ფუნქციონირებს და აკავშირებს საგანმანათლებლო კომპანიების, განათლების აგენტებისა და სერვის პროვაიდერების გლობალურ ქსელს. ICEF მიზნად ისახავს გლობალური განათლების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას და საერთაშორისო სტუდენტური მობილობის წახალისებას.

ICEF MIAMI