სკოლა: კომაროვი N199 კლასი, მე-10

 ინტერესები: გასაკვირი არ იქნება არავისთვის ჩემი ინტერესი ფიზიკა-მათემატიკისადმი. ბოლო წლებში ვცდილობ ინტენსიურად დავეუფლო უცხო ენებს (ინგლისური, ფრანგული, რუსული), წელს უკვე ჩინური ენის შესწავლაც დავიწყე და დიდი ინტერესით ვუდგები ამ მიმართულებას.

 გატაცებები: სპორტი - ჯანსაღი ცხოვრების წესი.
10 წელია ფიგურული სრიალით სასიამოვნო და სასარგებლო მაქვს შერწყმული
ბოლო წლები კი ველოსპორტით ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდასაც ვეწევი, მით უმეტეს, რომ ამ სახეობაში გოგონები მცირე რაოდენობით არიან დაკავებულნი.

 ჰობი: სამოდელო სფერო
დავდივარ სამოდელო სააგენტოში, ვეუფლები მოდელობის ხელოვნებას და მინდა ამ განხრით გარკვეული წარმატება მოვიპოვო.

 მიზანი: აუცილებლად შევძლებ გავხდე პოპულარული, ზუსტად არც ვიცი რა პროფესია მიმიყვანს მიზნამდე, მაგრამ ენების ცოდნა, საზრიანობა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი ყოველთვის და ყველგან საჭირო და აუცილებელია.

ფრთები: ფრთები ცხოვრების მიერ მოწოდებული შესაძლებლობებია, გავშლი, რომ შევძლო მივფრინდე გამარჯვების მწვერვალებთან

ფოტო - დათო ჩაჩანიძე

ინტერვიუ - პრეზენტატორიუმი

#შერვუდი #პრეზენტატორიუმი