შერვუდის ბანაკი ტრადიციულად ყოველ წელს ათამაშებს ჯადოსნური ბანაკის საგზურს, ტრადიციებს წელსაც არ ვღალატობთ და წარმოგიდგენთ ვიდეო კონკურსს - „მინდა გავხდე შერვუდელი“

კონკურსის წესები:

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოიფიქრონ და გადაიღონ სამოყვარულო ვიდეო, რომლის მიზანიც იქნება მაყურებელი დაარწმუნს თუ რატომ უნდა გახდე შერვუდელი;
  • კონკურსის მთვარი მიზანია, რომ საკონკურსო ვიდეოში ორიგინალურად, შემოქმედებითად, ლამაზად და საინტერესოდ იყოს გადმოცემული თუ რატომ უნდა აგირჩიოს მაყურებელმა შენ.
  • ვიდეო-კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც არის 7დან 18 წალმდე და ჯერ არ არის ნამყოფი შერვუდის ბანაკში;
  • საკონკურსო ვიდეო შეიძლება გადაღებული იყოს როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო დონეზეც - სახლის ვიდეო-კამერით ან თუნდაც ტელეფონით; 
  • ვიდეოს ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 30 წამი და არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს; 
  • გადაღებული ვიდეო უნდა გამოგვიგზავნოთ შერვუდის ფეისბუქ გვერდზე პირად შეტყობინებებში, ასევე უნდა მოგვწეროთ თქვენი სახელი-გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი და საცხოვრებელი მისამართი;

კონკურსის ვადები:

  • ვიდეოების გამოგზავნა შეგიძლიათ 23 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით;
  • 6 დეკემბერს ჟიურის მიერ გამოვლინდება 5 საუკეთესო ვიდეო, რომელიც აიტვირთება ფეისბუქ გვერდზე და დაიწყება ხმის მიცემა;
  • ხმის მიცემა გაგრძელდება 12 დეკემბრამდე;
  • შერჩეული 7 ნაშრომიდან გამარჯვებული გამოვლინდება ფეისბუქის მოწონებების - "LIKE" ყველაზე დიდი რაოდენობის მიხედვით;
  • კონკურსანტს არ აქვს უფლება მოახდინოს საკონკურსო ვიდეოს გავრცელება სოციალური ქსელების მეშვეობით ოფიციალური ხმის მიცემის დაწყებამდე;

ვიდეოს შეფასების კრიტერიუმები:

  • ორიგინალურობა;
  • დამაჯერებლობა;

შერვუდის ვიდეო-კონკურსი ითვალისწინებს 3 გამარჯვებულის გამოვლენას:

  • I ადგილი - შერვუდის ზამთრის ბანაკის 100%იანი დაფინანსება
  • II ადგილი - შერვუდის ზამთრის ბანაკის 50%იანი დაფინანსება
  • III ადგილი - შერვუდის ზამთრის ბანაკის 20%იანი დაფინანსება

ვიდეოს გამოგზავნა შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/SherwoodCamp/