მახსოვს, ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმის მოქმედება ბანაკში ხდება და იმ დროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა წლები და მეც მოვხვდებოდი ბანაკში, თანაც როგორც ლიდერი. ჩემთვის და ალბათ ყველა ლიდერი დამეთანხმება, შერვუდი უბრალოდ ბანაკი ან სამსახური არ არის. ეს არის ადგილი, სადაც აგროვებ მოგონებებს, მეგობრებს, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება

 

ჩვენთვის, ლიდერებისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ თითოეული დღე, წუთი და აქტივობა იყოს დასამახსოვრებელი თითოეული შერვუდელისთვის, ამიტომ იმ დროს, როდესაც შერვუდელები გადიან ინგლისურის ინტენსიურ კურსს ან როცა ისინი სასიამოვნოდ გადაღლილები იძინებენ, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ყოველი მომდევნო დღე იყოს წინაზე უკეთესი.