შერვუდი ტრადიციებს ამ სეზონზეც არ ღალატობს და შანსს აძლევს ნიჭიერ მოზარდებს მოიგონ ზამთრის ბანაკის 100%-იანი დაფინანსება და სხვა საჩუქრები. მიიღე კონკურსში მონაწილეობა და მოიგე საოცნებო ბანაკის საგზური. დარეგისტრირდი, გაიმარჯვე და გაატარე დაუვიწყარი ზამთრის არდადეგები ბაკურიანში შერვუდთან ერთად.

          თუ შენ:

  • ხარ 10-17 წლის
  • ხარ კრეატიული და თავგადასავლების მოყვარული
  • გიყვარს ამბების მოყოლა
  • გსურს მოიგო საგზური "შერვუდის" ზამთრის ბანაკში

 

კონკურსის წესები:

კონკურსში მონაწილებისათვის შეავსე სააპლიკაციო ფორმა:https://goo.gl/Yd5bo8 26 ნოემბერს 20:00 საათამდე

მონაწილეობის მისაღები სააპლიკაციო ფორმა შედგება ორი ნაწილისგან:
 
1. სარეგისტრაციო ფორმა საკონტაქტო ინფორმაციით
 
2. შენ მიერ შექმნილი ამბავი: ესე, მოთხრობა, ჩანახატი ან ნაწყვეტი შენი ჩანაწერებიდან
 
* მხოლოდ ერთი ნაწილის შევსების პირობებში სააპლიკაციო ფორმა მიღებულად არ ჩაითვლება
გთხოვთ, აპლიკაცია შეავსოთ ქართული სიმბოლოებით, ლათინური სიმბოლოებით შევსებული აპლიკაცია არ შესწორდება
 

შერჩეულ მონაწილეებს, ვუკავშირდით და ვუგზავნით კონკურსში მონაწილეობის უნიკალურ კოდს, რომელსაც წარადგენთ კონკურსის დღეს 1 დეკემბერს ჩვენთან.

 

შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ კონკურსი შედგება 2 ეტაპისაგან: 

I ეტაპი:

  • კონკურსი  ტარდება 1 დეკემბერს 16:00 საათზე მისამართზე: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 29გ
  • საკონკურსო დღეს, კონკურსის მონაწილეებს გადმოგეცემათ ერთი თემა და დრო 1:30 საათი.
  • საკონკურსო თემა გამოცხადდება კონკურსის დღეს  
  • თემა უნდა შედგებოდეს  150-200 სიტყვისგან
  • კონკუსანტებს თემის დასაწერად გამოეყოფათ 1:30 საათი;
  • მოსწავლე ნაშრომის თავფურცელზე უთითებს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ უნიკალურ კოდს. (და არა სახელს და გვარს)

II ეტაპი:

  • საუკეთესო ნაწარმოების შერჩევის კრიტერიუმები მარტივია: შემოქმედებითობა, მხატვრულად გადმოცემის უნარი, გამართული წერის კულტურა
  • შექმნილი ნაწარმოებებიდან ჟიური შეარჩევს 5 საუკეთესოს, რომელიც 6 დეკემბერს 16:00 საათზე დაიდება ჩვენს ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/SherwoodCamp/ 
  • ამბის  საუკეთესო მთხრობელს უკვე მკითხველი გამოავლენს - მარტივი მეთოდით like-ით Facebook-ზე
  • ხმების მიცემა შეწყდება 12 დეკემბერს 20:00 საათზე

 

გამარჯვებულები: 

შერვუდის ბანაკის საგზურის 100% დაფინანსებას მიიღებს -  ფეისუქ ლაიქების მიხედვთ გამარჯვებული მონაწილე

შერვუდის ბანაკის საგზურის 50% დაფინანსებას მიიღებს -  შერვუდის რჩეული 

ხოლო შერვუდის ბანაკის საგზურის 20% დაფინანსებას  - დანარჩენი ფინალში გადასული 3 მოსწავლე