ლოს ანჯელესი ყველასთვის ცნობილია შოუ-ბიზნესით, ჰოლივუდით, ლამაზი პლაჟებით, პალმებითა და შესანიშნავი ხედებით. გთავაზობთ 12 საინტერესო ფაქტს ლოს ანჯელესის შესახებ, რაც შესაძლოა აქამდე არ იცოდით. მაშ ასე:

  1. ქალაქი 1781 წელს დაარსდა და მისი თავდაპირველი სახელწოდება ესანურ ენაზე იყო შემდეგი: “El Pueblo de Nuestra Senora Reina de los Angeles sobre el Rio Porciuncula”, რაც ნიშნავს - „ანგელოზების დედოფლის ქალაქი მდინარე პორკიუნკულაზე.“
  2. როგორ გახდა ლოს ანჯელესი კინო ინდუსტრიის დედაქალაქი? ამაში „დამნაშავე“ გამომგონებელი და ბიზნესმენი ტომას ედისონია. ედისონი, რომელიც ნიუ ჯერსიში ცხოვრობდა, ფილმების პატენტების უმრავლესობის მფლობელი გახლდათ. ფილმის შემქმნელებმა დასავლეთისაკენ აიღეს გეზი, რათა გაქცეოდნენ ედისონთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების პრობლემებს.
  3. ლოს ანჯელესის პოპულარული უბანი, „ბევერლი ჰილზი“, თავდაპირველად იყო უბრალო რანჩო, სადაც ლობიო მოყავდათ.
  4. ლოს ანჯელესი ქვეყანა რომ იყოს, მისი ეკონომიკა გადააჭარბებდა საუდის არაბეთის, შვედეთისა და შვეიცარიის ეკონომიკებს.
  5. ჰოლივუდის ცნობილი წარწერა „Hollywood” სახეცვლილია და თავდაპირველად “Hollywoodland” იკითხებოდა.
  6. ლოს ანჯელესში ცხოვრობს 224 სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა მსოფლიოს 140 ქვეყნიდან.
  7. ლოს ანჯელესში მოსახლეობაზე მეტი ავოტომობილია. ავტომობილები ქალაქის მთლიანი მიწის 24%-ს იკავებენ.
  8. ამერიკის ქალაქებს შორის ლოს ანჯელესი პირველ ადგილს იკავებს გზებისა და მაგისტრალების სიმრავლის, რომელთა ჯამური სიგრძე 7300 მილია.
  9. ლოს ანჯელესის კულტურულ ცენტრში განთავსებულია სულ ცოტა 90 თეატრალური სცენა და 300-ზე მეტი მუზეუმი. ამ რაოდენობით კულტურული დაწესებულება ამერიკის არც ერთ სხვა ქალაქში არ გვხვდება.
  10. ლოს ანჯელესში 200 000 მცირე ბიზნესი ფუნქციონირებს, რაც ორჯერ აღემატება აშშ-ს სხვა ქალაქებში არსებულ ბიზნესებს. ამიტომაც ჰქვია ქალაქს „მსოფლიოს ენტრეპრენერების დედაქალაქი.“
  11. ლოს ანჯელესი პირველია ბიზნესკომპანიების რაოდენობით, რომელიც ქალ ბიზნესმენებს ეკუთვნით.
  1. ლოს ანჯელესი ერთადერთი არაევროპული ქალაქია, რომელმაც საფხულის ოლიმპიადას ორჯერ უმასპინძლა.

 

წყარო: yahoo.com / dguides.com