ერთი...ორი... სამი....

ჰოოპ და საკუთარ ბავშვობის ოცნებაში მოვხვდი და ამ ოცნებას შერვუდის ბანაკი ქვია.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 17 წლის ვერ აღმოვჩნდი,მაშასადამე ალტერნატივად შერვუდში მუშაობაღა დარჩა.
პოზიცია-  ,,Group leader”!


ვიღაცისათვის რა მარტივად ისმინება. აი ჩემთვის კი თავგადასავლების საბადოა, უამრავი ენერგიული პოზიტიური დღე, თავგადასავლებით სავსე აქტივობები, შემეცნება გართობასთან ერთად, რაც მანამდე ჰოლივუდურ ფილმში თუ მინახავს და მახსოვს დედას რომ ვეტყოდი ბანაკში გამიშვითქო, მპირდებოდა: ასეთ ბანაკს საქართველოში როცა გააკეთებენ აუცილებლად გაგიშვებო,  მაგრამ სამწუხაროდ იქამდე სანამ 23 წლის არ გავხდი ასეთი ბანაკი საქართველოში არ არსებობდა.

    საათობით რომ მოვყვე შერვუდზე მაინც თქვენამდე ვერ მოვიტან სათქმელს, ამას მხოლოდ ის შერვუდელები მიხვდებიან ერთად რომ ვიწყებდით დილას, შესვენების დროსაც კი წუთებს რომ არ ვკარგავდით და ელექტრო გიტარაზე ვუკრავდით,ანდაც კლასიკურზე, ხშირად სულაც უკულელეზე დაკვრით გვანებივრებდა ერთი ლურჯთმიანი "მის ხელოვნება". ბოლოს ჯერი ფილმების გადაღებაზე მიდგა, ,,ჰოლივუდ-ბოლივუდური“ ამბები დაატრიალეს შერვუდელებმა. რომელი ჟანრი აღარ იყო, მელოდრამით დავიწყეთ და ,,ჰორორით“ დავასრულეთ, ისეთი პროდუქტები შევქმენით ტერორიზმს, რომ შეაჩერებს და ისეთი სათვალეები ოცნებებს რომ აგვიხდენს.

   მთელი დღე მერი პოპინსის ჩანთასავით იყო, იმაზე მეტს იტევდა ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. ხანდახან ზღაპარში გეგონებოდა თავი. არა ეს რაიმე მხატვრული მეტაფორა არ გეგონოთ,შერვუდში ტყის ფერიებიც კი გვყავდა.რიგითი დედამიწელებს რომ გადმოგითარგმნოთ გეტყვით,რომ ასეთი აქტივობა გვქონდა: გოგონებისთვის მინდვრის ყვავილების კაბები შევქმენით და შემდეგ ფოტოსესია გვქონდა.ისეთი ლამაზები იყვნენ ვერ გაიგებდი ზღაპრის გმირები იყვნენ თუ შერვუდელი გოგონები,თუმცა ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ შერვუდელობა თავისთავად ითვალისწინებს ზღაპრის გმირობას.

   ახლა ვწერ და ალბათ კიდევ ძალიან ბევრს გავიხსენებდი მაგრამ აზრი არ აქვს ამ ემოციების ფურცელზე გადმოტანას, მათ მხოლოდ მაშინ გრძნობ, როცა შერვუდელი ხარ და მწვანე თავგადასავალში ერთვები, სანაცვლოდ კი შერვუდული თავგადასავალი სამუდამოდ შენში რჩება <3