მშობლვუდი 

ბავშვებს ძალიან უყვართ საზაფხულო ბანაკები. მშობლები არასოდეს არ ზოგავენ ფულს. აგზავნიან შვილებს დასასვენებლად. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ არ ვუკვირდებით, რომ ზოგჯერ მშობლებსაც უნდათ ბანაკებში წასვლა. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ გავიდა ხანი,"შერვუდის" მაგივრად ახლა არის.."მშობლვუდი"- ბანაკი ცალკე დედებისთვის,  ცალკე მამებისთვის.

ექნებოდათ 3 საათიანი ინგლისურის გაკვეთილები (ინტერაქტიული თამაშები-"აკრიფე სათამაშოები","მოამზადე საუზმე". სათარგმნი წინადადებები - მაგ."ნიკა გაიტანე ნაგავი","სოფო გაწმინდე მტვერი"), დილით გამამხნევებელი ჟაკეტების დაკეცვის ვარჯიში. 3-ჯერადი კვება თავიანთივე მომზადებული საჭმლით.  საღამოობით „კინოჩვენება“ კინო-Lenovo-ს სარეცხი მანქანის უახლესი მოდელის მუშაპროცესი.

მამებისთვის სხვა გასართობი იქნებოდა. მოედანზე გუნდური თამაში "კატაპოლო"(ორი გუნდი ცდილობს გაარტყას ჩუსტები კატებს), დისკუსიები თემაზე  "კარატე თუ ბოქსი, სად შევიყვანოთ შვილი, ნაკლები რომ მოხვდეს ჩხუბში" (ვარიანტებში სირბილი უნდა ყოფილიყო, მორბენალს ნაკლები მოხვდება, თუ ვერ დაიჭერენ) და ა.შ. მერე იქნებოდა შეჯიბრება დედების და მამების შორის. Dead-ები VS MLG მამები.

 

მშობლები კარგად გაერთობიან.  ჩავლენ სახლებში და იქ დახვდებათ ბავშვები, რომლებიც მათზე ოთხჯერ უფრო გაერთნენ.

 

ნიკა გაბუნია

შერვუდის პირველი რაზმელი, წინახაზელი