სულ რაღაც დღენახევარია შერვუდის კონკურსი დაანონსდა და უკვე ბევრი აპლიკაცია და უფრო ბევრი შეკითხვა მივიღეთ:

მაშ ასე:

გთავაზობთ „ხშირად დასმულ კითხვებს“

რაღა თქმა უნდა, პასუხებით :)

 

კითხვა #1  კონკურსში მონაწილეობა უფასოა?

დიახ, კონკურსში მონაწილეობა სრულიად უფასოა

კითხვა #2  შერვუდის ბანაკი უფასოა?

შერვუდის ბანაკის საფასურია 890 ლარი, თუმცა იმისთვის რომ შერვუდში უფასოდ წამოხვიდე, გთავაზობთ კონკურსს, სადაც თუ იყოჩაღებ მოიგებ შერვუდის ზამთრის ბანაკის საგზურს 100%, 50% ან 20%-იანი  დაფინანსებით

კითხვა #3  კონკურსი მხოლოდ თბილისელებისთვისაა?

არა და არა! კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას,  ვისაც უკვე შეუსრულდა 10 წელი და ჯერ არ გამხდარა 18 წლის  - მთელი საქართველოდან.

კითხვა #4  ჩაწყობით არის?

რას ბრძანებთ, არავითარ შემთხვევაში. საკონკურსო ნაშრომზე არ იწერება მონაწილის სახელი და გვარი (იწერება მხოლოდ მინიჭებული 5 ნიშნა კოდი).  ხოდა მეორე ტურში გადასული მონაწილეების ნაშრომები (5 ნაშრომი) გამოქვეყნდება ჩვენს სოციალურ ქსელში (ფეისბუქზე) და ხალხი აირჩევს გამარჯვებულებს.

კითხვა #5 როდემდე შემიძლია აპლიკაციის შევსება?

აპლიკაციების შევსება შეგიძლია 26 ნოემბრამდე

კითხვა #6 როგორ გავიგებ რომ ჩემი აპლიკაცია შეირჩა და კონკურსში ვიღებ მონაწილეობას?

დაგირეკავთ, დაგიმესიჯებთ...

კითხვა #7  როდის და სად ტარდება კონკურსი?

კონკურსი ტარდება 1 დეკემბერს, საგანმანათლებლო ცენტრ „ლეველსის“ ბაზაზე, ი. ჭავჭავაძის გამზირი 29გ, თბილისი

კითხვა #8 რა კრიტერიუმებით შეაფასებთ ნაშრომებს?

შემოქმედებითობა,  ამბის მხატვრულად გადმოცემის უნარი, გამართული წერის კულტურა.

კითხვა #9 რამდენი მონაწილე გადადის ფინალში?

ფინალში გადადის 5 მონაწილე. 

კითხვა #10 რამდენი გამარჯვებული ყავს კონკურსს და რას აჩუქებთ?

კონკურსს ყავს 5 გამარჯვებული:

  • ფეისბუქ ლაიქების მიხედვით გამარჯვებული მოსწავლე მიიღებს შერვუდის ბანაკის ზამთრის საგზურის 100%-იან დაფინანსებას
  • შერვუდის რჩეული მონაწილე მიიღებს შერვუდის ბანაკის ზამთრის საგზურის 50%-იან დაფინანსებას
  • ხოლო ფინალში გადასული დანაჩენი სამი მოსწავლე კი მიიღებს 20%-იან დაფინანსებას