***

ხარ მოსწავლე... ბევრი არა, მაგრამ მნიშვნელო პასუხისმგებლობა გაკისრია, უნდა ისწავლო, სკოლაში იარო და ბევრი იმეცადინო, მომავლისთვის...

ყოველი დღე ერთამნეთს გავს, ერთნაირად იწყება და მთავრდება, პატარ-პატარა განსხვავავებით, ხანდახან მნიშვნელოვანითაც. სკოლა, მასწავლებელი, მეგობრები, მშობლები, საკონტროლო, წიგნი, გამოცდა და ნელ-ნელა დიდი უსასრულო ჯაჭვი იქმნება და ფიქრობ, რა შეცვლის ამ ჯაჭვს და გახსენდება... გახსნედება მზე, ზაფხული და მხიარული თავგადასავალი და ფიქრობ, თუ რა მოგიტანს ამ თავგადასვალს, რა გახდის შენს დასვენებას სრულფასოვანს. ალბათ, ახალი გარემო, ბევრი მხირულება, მეგობრები, ახალი მეგობრები და თავის დაღწევა ყოველდღიურობიდან... თან ისე, რომ შენი მშობელიც კმაყოფილი იყვნენ ამით და მათაც ძალიან უნდოდეთ შენი ამ თავგადასავალში ჩაბმა ანუ დასვენება,  პლიუს სარგებელი. შენთვის, მშობლებისთვის და ისევ მომავლისთვის...

ჩემს ბავშვობაში ბევრი მიფიქრია ზაფხულზე, ბანაკზე, ბევრ ახალ მეგობარზე, საინტერესო თავგადასავალზე და გამოცდილებაზე. ჩემსავით და ჩემზე ადრე კი კიდევ ბევრმა იფიქრა ამაზე და მათი ფიქრითა და შრომით შეიქმნა ზღაპრული ბანაკები, ისეთი როგორზეც იოცნებებ, განსხვავებული, შემოქმედებითი და მრავლფეროვანი. ჩვენ სწორედ ასეთ ბანაკებთან ვმეგობრობთ მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენგან მოსწავლეები ლონდონის, ლოს ანჯელესისა და ნიუ იორკის საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებში მიემგზავრებიან.

 

***

შესაძლებელია ბევრს ვერ, თუმცა მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს მაინც ვუხდენთ ოცნებას და სწორედ ამ დროს ვხვდებით, რომ შეგვიძლია ეს ოცნება გაცილებით მეტს აუვხდინოთ და ასე იბადება „შერვუდი“.

და ასე იქნება, პირველად საქართველოში,  შესაძლებლობა, გახდე ბრიტანული სტანდარტის საერთაშორისო შერვუდის ინგლისურენოვანი ბანაკის მონაწილე. შექმნილი სპეციალურად ბავშვებისთვის - საინტერესო, სახალისო, სათავგადასავლო, საგანმანათლებლო და განსხვავებული, აი ისეთი, ბრიტანელებსაც რომ შეშურდებათ.

იყო შერვუდელი ნიშნავს: ჩაება განსხვავებულ აქტივობებში, როგორიცაა მშვილდოსნობა და იგრძნო თავი რობინ ჰუდად ან კომიქსების გმირად; იცეკვო ბრეიქდანსი საუკეთესო ცეკვის სტუდიის ხელმძღვანელობით; ითამაშო საინტერესო თამაშები; გახდე ქველმოქმედი; იყო ბუნებადამცველი; გქონდეს კრეატიული და ინტელექტუალური საღამოები; გამოავლინო შენი ნიჭი; შეიძინო ახალი მეგობრები; ისწავლო ან გაიუმჯობესო ინგლისური და მიიღო ამ ყველაფრის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

შერვუდის ინგლისურენოვანი ბანაკი შეიქმნა ერთი მხრივ, ბავშვებისთვის ზღაპრული არადაგებების გასატარებლად და მეორე მხრივ, მშობლებისთვის, რომელთაც სურთ, შვილის აქტიურ დასვენებასთან ერთად, ბავშვებმა გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა, ისწავლონ გუნდური მუშაობა, გახდნენ დამოუკიდებლები და თავდაჯერებულნი.

შერვუდის ინგლისურენოვანი ბანაკი ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და  საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით შეიქმნა. ბანაკის ყოველი დღე არის განსხვავებული, სიურპრიზებით სავსე და ემოციებით დატვირთული.

***

მე, შერვუდის აქტივობების დაგეგმვის დროს, უკვე ავიხდინე ჩემი ბავშვობის ოცნება და თავი ვიგრძენი ზღაპრული ბანაკის მონაწილედ. შერვუდელებს კი წინ საოცარი თავგადავალი ელით. დაუჯერებელი... შერვუდული...  მწავნე თავგადასავალი....

შერვუდული სალამი, შერვუდელებო!